- ამ დროისთვის, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ მარტვილის „კეთილმოწყობის ცენტრის“ ტექნიკა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები. დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად გაგრძელდება.