- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი მარტვილში. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 ნაწილებით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.