დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.

პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება