მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ მარტვილში, ნახარებაოში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 43 069 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს „თი ემ ჯი“ შეასრულა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლებაჩეში, მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 37 265 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ი.მ. კაპიტონ კაკულიამ განახორციელა.

ასევე დასრულდა აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლემიქავეში, ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება