- მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება.
დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ონოღიაში და სოფელ ქვედა ხუნწში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სოფელ ლეციცხვაიეში და ნოღაში ბაღების მშენებლობა დასრულებულია. ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.