“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარე განათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვა.

აბედათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 64 000 ლარი გამოიყო. სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც უკვე ხორციელდება.

ამ დროისთვის აბედათში, ლემიქავეში და ლექაჯაიეში დასრულების ფაზაშია საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ჯოლევში გარე-განათების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომენტარის დატოვება