მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

  • განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ქალაქის ცენტრალური ნაწილი სხვადასხვა საახალწლო დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით განათდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ფლეშმობი მოეწყო, ანსამბლმა „გვირილები“ მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგენენ ვიოლინოს სოლო შემსრულებელი. პატარების განწყობაზე ანიმაციური ფილმების პერსონაჟები ზრუნავდნენ. ასევე პატარებს თოვლის ბაბუა მიესალმა და მათ საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

კომენტარის დატოვება