- მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში საახალწლო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა №1 და №2 საბავშვო ბაღებში დაესწრო. ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისგან, საახალწლო საჩუქარს მიიღებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაცია და აღსაზრდელების მშობლები.