- მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დოშაყეს, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, გაბიონების, გარე განათების მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია დაასახელეს.
2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში, 54 საერთო კრების სხდომა და 20 კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.