საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

  • თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280

გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400

გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

კომენტარის დატოვება