- მარტვილელმა ქალმა, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, კლინიკა “ბომონდის” ეზოში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწრო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,”-წერს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.