- მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ავთანდილ ფარულავას სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მარტვილის მერიის შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დაზარალებულ მოქალაქეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია „სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ ფულად დახმარებას გაუწევს.
ავთანდილ ფარულავა ამჟამად უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით არის უზრუნველყოფილი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.