- 17-19 თებერვალს სომხეთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი k-1 წესებით, როგორც პროფესიონალებში, ასევე მოყვარულებში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლეები: ნიკა ბაღიშვილი და გოჩა ოკუჯავა (მწვრთნელი დათა წულაია).
ნიკა ბაღიშვილმა ორგანიზაციის ქამარზე ჩაატარა ერთი ბრძოლა ირანელ სპორტსმენთან და გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით, გახდა ორგანიზაციის ქამრის ჩემპიონი და მაისის თვეში იბრძოლებს ლატვიაში ევროპის ჩემპიონატზე. გოჩა ოკუჯავამ კი მოყვარულებში მოიპოვა პირველი ადგილი.