- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.