სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

დაკავებულს პროცესზე არაფერი უთქვამს, ის დუმილის უფლებას იყენებს. 

ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები შეშის ნაჭრით აქვს მიყენებული.

კომენტარის დატოვება