- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინგ ჰენდთად“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდთად“ პარტნიორობით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი: “მოხალისე წყლის ადვოკატები“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი, რის შემდეგაც მოზარდები ახორციელებდნენ ადვოკატირების კამპანიებს და საინფორმაციო შეხვედრებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლიდერმა ელენე ზანთარაიამ მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდთად“-ის საქმიანობა, მოხალისეობრივი პროექტები და მიღწეული შედეგები მოხალისეობრივ საქმიანობაში.