- მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით დაფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს.