- ქალაქ მარტვილში ბაძაღუას ქუჩის №2 ჩიხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები 1 300 მ განხორციელდება. სამუშაოებისთვის 407 196 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “მარტვილავტოგზა“ ახორციელებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.