- 17 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მუზეუმელებთან. სამუზეუმო პრემიებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მუზეუმელები.
აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი, ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ჯილდო გადაეცა მის შვილიშვილს გივი ელიავას.
ინფორმაციას მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.