- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია მარტვილში მიმდინარე პროექტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლემიქავეს უბანში საავტომობილო გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 039 999 ლარს შეადგენს, ამჟამად შესრულებულია სამუშაოების 30 პროცენტი, მთლიანი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 3,2 კილომეტრს. მიმდინარე წელს ეწყობა 1,5 კმ გზა.
ასევე მიმდინარეობს ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სილაგავების უბნისა და ნახარეაბაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობა – სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 715 783 ლარს. პროექტი 2024 წელს დასრულდება, ამ ეტაპზე შესრულებულია 2023 წლის ვალდებულება სამუშაოების 35%. მთლიანი სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 2,8 კილომეტრს, 2023 წელს ეწყობა 1,80 კილომეტრი გზა.
აღნიშნულ მონაკვეთებზე აქამდე გზა ასფალტირებული არ ყოფილა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.