- 27-28 მაისს, საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში უშუ სანდაში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატზე მარტვილელმა მანუჩარ კვაშილავამ 65 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა.
მანუჩარ კვაშილავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილია.