- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის თანამშრომლობით ,,ქალაქ მარტვილში გაიმართა ბავშვა ფოლკლორული ფესტივალი სახელწოდებით ”არტ მარტვილი”.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლებიც იღებდნენ.
უწყების ცნობით, ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ფოლკლორული კოლექტივის ხელმძღვანელობამ.