- დღეს, ქალაქ მარტვილის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა.
მარტვილის მუნიციოალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში საესტრადო, საფორტეპიანო და საგუნდო განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონცერტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.