- საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა(IOC), ოლიმპიზმის დღის აღსანიშნავად, 2023 წლის 23 ივნისს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით “მოდით ავმოძრავდეთ”.
ოლიმპიური მოძრაობის დღეს ყველა ქვეყანა შეუერთდა და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კომიტეტის ახალ ინიციატივაში “Let’s move”.
აღნიშნულ კამპანიას მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, სპორტულ აქტივობებში 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
აღნიშნულ კამპანიაში მონაწილე მოსწავლეები,ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.