- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE LLC“ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.