- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:
გელა ჭედია – მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
პაატა კოპალიანი – მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
გიზო წულაია – გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
ბესიკ ხულორდავა – შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტენანტი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი მემორიალი.
ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს