- მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, საქართველოს ნოტარიუსის, პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს ქალბატონი გოგოშას, ყველასათვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს.
კოლხურმა ტრიომ შეასრულა მუსიკალური ნომრები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა,საქრთველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ გზირიშვილი, მოწვეული სტუმრები და გოგოშა გეგელიას პოეზიის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.