- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში მესამე ადგილოსან ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა. მერმა ნიკას მორიგი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
17-24 ოქტომბერს გერმანიაში ქ.მიუნხენში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში iska world championships ორგანიზებით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).
ნიკა ბაღიშვილმა სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ორი ბრძოლა მოიგო შვეიცარიელ და პორტუგალიელ მებრძოლებთან, მესამე ბრძოლა კი, ფრანგ მოწინააღმდეგესთან მარცხით დასრულდა. ნიკამ, მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავება შეძლო.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.