- მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გამართეს ღონისძიება „შემოდგომის ფესტივალი”, რომელიც ფერად შემოდგომას მიეძღვნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითოეული კუთხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასში.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ადგილზე მოამზადეს მეგრული ხაჭაპური და ელარჯი, ამოავლეს ჩურჩხელა. ასევე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.