- მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, ორგანიზაციებს შორის ლადო ჩიქოვანის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. მასში 16 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალური შეხვედრა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაიმართა.
გამარჯვება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა.
ასევე, გამოვლინდნენ გამორჩეული მოთამაშეები ინდივიდუალურ ნომინაციებში:საუკეთესო ფეხბურთელი გივი ხელაია,საუკეთესო მეკარე ზურა ფირცხალავა,საუკეთესო მცველი დავით წულაია,საუკეთესო ნახევარმცველი გიორგი ბერულავა და საუკეთესო ბომბარდირი ვახტანგ სიორდია(12 გოლი).
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს