- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, 2023 წელს რეაბილიტირდა 6 საჯარო სკოლა. ამჟამად ზედა ხუნწში და ტალერში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა.
ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლეცავეს, თამაკონის და № 2 საჯარო სკოლებს.