- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება თავისუფლების #10, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
13:00-14:00 – საახალწლო მელოდიები.
14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები.
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.
15:00 – 16:00 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
16:00-17:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
17:30-17:45 – კოსტუმირებული ორკესტრის მსვლელობა.
18:00 – 20:00 – შემსრულებლები: დავით მაზანაშვილის ჯგუფი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ელენე ფოჩხუა, ნინი შერმადინი.
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანი მაია დათუნაშვილი.