- მარტვილის მუნიციპალიტეტში, დადიანების სასახლის ეზოში, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი წარსდგა სპექტაკლით „უჩვეულო შეჯიბრი“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარების განწყობაზე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა იზრუნეს. ღონისძიება გათვლილი იყო ყველა ასაკის მაყურებლისთვის, თუმცა განსაკუთრებით პატარებმა იმხიარულეს.
შეკრებილ საზოგადოებას შობა-ახალი წელი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიულოცა. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
ღონისძიება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.