- მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით მარტვილელებისათვის მირზა მოდებაძემ, ელენე ფოჩხუამ და ლაშა რამიშვილმა ბენდთან ერთად იმღერა.
საზეიმო კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწენენ.