- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სპორტული ფორმები გადასცა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის მუნიციპალური თამაშები ჩატარდა. სადაც მონაწილეობა მიიღეს მარტვილის საჯარო და კერძო სკოლებმა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მარტვილის № 1 საჯარო სკოლა, ამბროსი ხელაიას სახელობის საპატრიარქოს სკოლა, ლეხაინდრაოს, ლედგებეს და ლეცავეს საჯარო სკოლები. გამარჯვებული სკოლები მონაწილეობას რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ტარდება, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს შორის.