- ა(ა)იპ “მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს წამახალისებელ ფოტო-კონკურსს „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“.
მარტვილის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ბავშვების თვალით დანახული მარტვილის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები:
აუცილებელია მონაწილე იყოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე;
ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ;
საკონკურსოდ წარდგენილ ფოტოს კონკურსის მონაწილემ წერილობითი სახით თან უნდა დაურთოს მოკლე აღწერა (წერილში უნდა მიეთითოს თუ სად არის გადაღებული და რა ობიექტია აღბეჭდილი ფოტოზე);
თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარადგინოს თითოეულ ნომინაციაში მაქსიმუმ 5 (ხუთი) ფოტო. (ფოტოები უნდა წარმოადგინონ CD დისკით, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე fotokonkursi2022@yahoo.com);ფოტოს გამოგზავნისას Subject-ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და რომელ ნომინაციაში იღებს მონაწილეობას. აგრეთვე ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს თანდართული ფაილის სახით;კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება ან დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან.
კონკურსის კრიტერიუმები
საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა;
ფოტო უნდა იყოს ორიგინალი და არ იყოს უკვე გამოქვეყნებული საჯაროდ;
ფოტო JPEG ან jpg ფორმატის უნდა იყოს, სასურველია მაღალი რეზოლუციის (მინიმალური ზომა 1080 X 1920) და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 მეგაბაიტს;
ფოტო მინიმალურად უნდა იყოს დამუშავებული (მსუბუქი ცვლილებებით, ფერი ან კონტრასტი შესწორებული);
ფოტო საკონკურსოდ არ მიიღება ზედ არსებული ტექსტური წარწერით;
კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ფოტოები;
კონკურსანტი ინარჩუნებს საავტორო უფლებებს ფოტოზე. თუმცა, ორგანიზატორებს აძლევენ უფლებას, დაბეჭდონ და გამოფინოს მათი ფოტოები როგორც ბეჭდურ საშუალებებში, ასევე შესაბამის ვებგვერდებზე და სხვა მედიასაშუალებებში არაკომერციული მიზნით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.