- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისაა და რეგიონებში პარაკლისი და საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ოჯახის წევრებთან ერთად 12 საათზე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრნენ, სადაც აღესრულა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. შემდეგ კი სასულიერო პირების წინამძღოლობით მოეწყო საზეიმო მსვლელობა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლისკენ, სადაც სასულიერო პირებმა და მუნიციპალიტეტის მერმა მრევლს სიტყვით მიმართეს, დღევანდელი დღე მიულოცესა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციალიტეტის მერია ავრცელებს