- მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ეზოში, ნიკა კვესელავას ოჯახის ინიციატივით, პოეტის, ნიკა კვესელავას, ხსოვნის საღამო გაიმართა.
პოეტის ხსოვნის საღამოზე, გაიხსენეს ნიკას შემოქმედება, წაიკითხეს მისი ლექსები. საღამოზე იმყოფებოდნენ შემოქმედის მეგობარი პოეტები.
მარტვილელი პოეტის ხსოვნის საღამოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპლიტეტის მერია ავრცელებს