ჭაბურთაში, ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბურთაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა.