მარტვილის მეორე საჯარო სკოლა გაიხსნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზა ადამიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.

სკოლის გახსნას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მარტვილის №2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.