ნახუნაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბურთაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა.

უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.

ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.