1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

“თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 1-2 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს.”-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.