- დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშიამ მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა წლის ბოლომდე დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე.