- მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 50 მოსწავლეს გადაეცა.
პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-9 კლასი) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.