აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის გზაზე ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება

  • ნახუნაო-წინაკვერკვეს, აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 7 770 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 772 453 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.