Blog

3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა...

მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. “საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის...

“ახალი წლის დღეების” ფარგლებში მარტვილში ღონისძიება გაიმართება

„ახალი წლის დღეების” ფარგლებში, მარტვილში, 26 დეკემბერს ღონისძიება გაიმართება. "26 დეკემბერს მარტვილში გელოდებით თავისუფლების ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ 14:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი...

“მერანი“ 2025 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს

მარტვილის „მერანი“ 2025 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ფოტო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. უწყების ცნობით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა...

მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან...

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.

12-14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...

აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის გზაზე ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება

ნახუნაო-წინაკვერკვეს, აბედათი-ლექაჯაიეს და სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის პირველი ფენა იგება. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 7 770 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს...