Blog

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

“მსოფლიოს წარჩინებული ქალები“

მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება თემით "მსოფლიოს წარჩინებული ქალები“. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, იმ წარმატებულ ქალბატონებზე ისაუბრეს, რომლებმაც საკუთარი განვლილი ცხოვრებით მსოფლიოს დაამახსოვრეს თავი. ღონისძიებას მარტვილის მერიის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარტვილში ქალთა დღესასწაულეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ქალთა დღესასწაულეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, საქართველოსათვის თავდადებული გმირების დედებს მადლობის სიგელები და...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

მარტვილში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

5 მარტს, 14 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, გაიმართება ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დასწრება თავისუფალია.

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა

დღეს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა. შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის...

გუბერნატორი მოქლაქეებთან მიღებას ხვალ მარტვილში გამართავს

28 თებერვალს, 11:00 საათიდან მარტვილში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა 10

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 - იმერეთში. მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. ვინაიდან ხუთივე...

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას. ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ ჩასვლას. "ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე,...