Blog

“ერთად, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის”

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, ღონისძიება "ერთად, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის!“ გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის სკოლები. მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მუსიკალური, მხატვრული და...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...

მარტვილში ნიკა კვესელავას ხსოვნის საღამო გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ეზოში, ნიკა კვესელავას ოჯახის ინიციატივით, პოეტის, ნიკა კვესელავას, ხსოვნის საღამო გაიმართა. პოეტის ხსოვნის საღამოზე, გაიხსენეს ნიკას შემოქმედება, წაიკითხეს მისი ლექსები. საღამოზე იმყოფებოდნენ შემოქმედის მეგობარი პოეტები. მარტვილელი პოეტის ხსოვნის საღამოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ....

ონკოპაციენტები წამლებს სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...

მარტვილმა, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტმა, ფეხბურთში, მოყვარულთა ლიგის მუნიციპალურ თამაშებს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ნაგვაზაოს და ცენტრის გუდები დაუპირისპირდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას რეგიონალურ ტურნირში მიიღებს. გამარჯვებული და მონაწილე გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ. დასახელდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ტურნირი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით...

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს

ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

მარტვილში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სოფლებში იწმინდება საავტომობილო გზები. მარტვილის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების...

უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა: ქალაქ მარტვილში, ნაგვაზაოში, ბანძაში, სერგიეთში, ლეხაინდრაოში, ხუნწში. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ შიდა გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. "ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო...