Blog

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ეწყობა. სტადიონის მოსაწყობად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 776 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფილ ვეი გრუპი“-ი ახორციელებს. სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს თამაკონის ადმინისტრაციულ...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობები მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია "ოუფენ ნეტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობებს ანხორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა. პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის,კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა,რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: ა)ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;...

მარტვილში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისაა და რეგიონებში პარაკლისი და საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ოჯახის წევრებთან ერთად 12 საათზე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრნენ, სადაც...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

მარტვილში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ინფორმაციისთვის: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.

დღეს “წაჩხურობა“ აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ  მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს,  ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.

მარტვილში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქუჩები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...