გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12,...
სამინისტრო: დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სასათბურე მეურნეობები მოეწყობა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. “სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო ხელს უწყობს სოფლად...
ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა, 10-11 აპრილს, საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით მონაწილეობდნენ. 10 აპრილს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს,...
12-14 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 12-14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება....
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. გიორგი ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხები). გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო...
სასკოლო ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლი, 10-11 აპრილს, საბავშვო თეატრალურ დასებს მასპინძლობს. სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით. დღეს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს, თამაკონის, ლეცავეს და №1 საჯარო სკოლები. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო თეატრალური წარმოდგენა;...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. “ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ: გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: იმ ქვეყნის დასახელება, სადაც მდებარეობს სასაკლაო; იმ სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; ხორცის...
8 აპრილიდან 11 აპრილამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო...
5-7 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტო 5-7 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება....